"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მოგიტ.... როჟას" - ჩხუბი პარლამენტში - კვირის პალიტრა

"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავ, მოგიტ.... როჟას" - ჩხუბი პარლამენტში

"ყველა წმინდა სალოცავს ვფიცავარ, მოგიტ... როჟას" - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ბერაიამ მისი მიმართულებით გარკვეული რეპლიკა ისროლა, რასაც ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა.

კერძოდ, ბერაიამ მას მიმართა, რომ იდეოლოგიით „ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა, რამაც ფოფხაძის გაღიზიანება გამოიწვია და დაჩი ბერაიასთან სცადა მისვლა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.

„გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“, - აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.

პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილი და "ქართული ოცნების“ წევრი კობა ლურსმანაშვილიც. ისინი ერთმანეთს "ჩირგვებში დამალულს" უწოდებდნენ. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.