"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე საკონსტიტუციო კანონპროექტზე მსჯელობს.

უმრავლესობის სხდომის მოწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს და კითხვები დასვეს.

"ინტერპრესნიუსი"