მორიგი ჩხუბი პარლამენტში - ერთმანეთს ამჯერად უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

მორიგი ჩხუბი პარლამენტში - ერთმანეთს ამჯერად უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატებს შორის მორიგი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ერთმანეთს ამჯერად უმრავლესობის წევრები გიგა ბუკია და კახა ოქრიაშვილი დაუპირისპირდნენ.

როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, დაპირისპირება სასესიო დარბაზის უკან მდებარე ე.წ. დეპუტატის ოთახში მოხდა, სადაც პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის, არჩილ თალაკვაძის თხოვნით, კონსულტაციებისთვის გადაინაცვლეს.

გიგა ბუკიასა და კახა ოქრიაშვილის ფიზიკური დაპირისპირება გია ვოლსკისა და მამუკა მდინარაძის ჩარევის შედეგად განიმუხტა.

"ინტერპრესნიუსი"