"არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი, ზოგჯერ მკაცრი იყო" - დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე
"არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი, ზოგჯერ მკაცრი იყო" - დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებზე
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ბიძინა ივანიშვილს პირისპირ შეხვდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, საუბარი არც ისე მსუბუქი იყო. მისივე ინფორმაციით, შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა.

"მთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი და არ დამეზიანებინა საკუთარი გუნდი. შემდეგ ეს თხოვნა იყო უფრო პრინციპული, მაგრამ ვრჩები ჩემს პოზიციზე. არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი. რა თქმა უნდა, ეს საუბარი ურთიერთპატივისცემით მიმდინარეობდა, მაგრამ ზოგჯერ მკაცრი იყო, პოზიციები მანაც და მეც
შევინარჩუნეთ ის, რაც გვქონდა. თუ ხვალ ის შედეგი არ დადგა, რასაც ველოდები, მაშინ არ დავაზიანებ საკუთარ გუნდს, რომლითაც მოვედი პოლიტიკაში. შესაძლოა, დავტოვო გუნდი, მაგრამ ამავე დროს დავტოვებ მანდატსაც ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დეპუტატი არ აკონკრეტებს, სად გაიმართა შეხვედრა.


"ინტერპრესნიუსი"
რეალობა
14 ნოემბერი 2019 00:43
ტყუილის მოგონებაც უჭირთ .

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?