საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - მანამდე ივანიშვილმა რიგ მაჟორიტარ დეპუტატებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა - კვირის პალიტრა

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს - მანამდე ივანიშვილმა რიგ მაჟორიტარ დეპუტატებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. უმრავლესობის სხდომას პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძეც ესწრება.

სხდომაზე უმრავლესობა საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობს.

შეგახსენებთ, კანონპროექტის კენჭისყრა გუშინ უნდა მომხდარიყო, თუმცა დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ცვლილება კენჭისყრაზე დღეს დადგებოდა. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა იმ მაჟორიტარ დეპუტატებთან, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი შეხვდა ირაკლი შიოლაშვილს და დიმიტრი ხუნდაძეს.

"ინტერპრესნიუსი"