"ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო"
"ბიძინა ივანიშვილმა ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო"
ჩემი გადაწყვეტილება არ შეცვლილა. მე და ბიძინა ივანიშვილმა ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო ეს შეხვედრა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი(დაჩი) ბერაიამ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს გუშინ პირისპირ შეხვდა და ივანიშვილმა ყველა მისი არგუმენტი მოისმინა, რისთვისაც ის პარტიის თავმჯდომარეს მადლობას უხდის.

"მინდა, ჩემი დიდი პატივისცემა დავაფიქსირო ბიძინა ივანიშვილის პიროვნების და გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ გუშინ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი პოზიციები, მაგრამ
მან ჩემი გადარწმუნება ვერ შეძლო.

მე საპარლამენტო მანდატს დავტოვებ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, გუნდიდან ჩემი წასვლის საკითხი დადგება.

არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, არგუმენტები გავცვალეთ, მან მოისმინა ჩემი ყველა არგუმენტი, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დიდხანს, ემოციურადაც ძალიან რთული იყო
ეს შეხვედრა", - განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ ცვლილებაზე მსჯელობენ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები