"ქართულ ოცნებას" დეპუტატები ტოვებენ - ვინ წავიდა პროტესტის ნიშნად მმართველი გუნდიდან? - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებას" დეპუტატები ტოვებენ - ვინ წავიდა პროტესტის ნიშნად მმართველი გუნდიდან?

თამარ ხულორდავა, თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, სოფო ქაცარავა - "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი საპარლამენტო თანამდებობებს და მმართველ გუნდს ტოვებენ, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

"ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.