მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს - კვირის პალიტრა

მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს

მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" მონაწილეებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს.

როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, ისინი იქამდე გამართავენ აქციებს, ვიდრე არ ექნებათ გარანტია, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება.

"ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, ბიძინა ივანიშვილია, იმიტომ რომ ყველა მას ემორჩილება. როგორც გაადაფურთხეს, ისე ალოკონ", - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

ამასთან, როგორც გიგა მაქარაშვილმა აღნიშნა, აქტივისტები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

მისი თქმით, ისინი დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას, რომ პარლამენტის შენობიდან გამოვიდნენ.

"ინტერპრესნიუსი"