მოძრაობა "სირცხვილიას" და მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია გზის გათავისუფლებას ცდილობს.პარლამენტის წინ ამ დროისთვის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა.ადგილზე მივიდა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს უწევს წინააღმდეგობას, რათა ახალგაზრდება გამოხატონ პროტესტი.როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ეს მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის ხერხია."ყველა მშვიდობიან ხერხს გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები", - აღნიშნა დიღმელაშვილმა."ინტერპრესნიუსი"