"ჩემი საქმეა, ვისაც ვაჩვენე" - რას ამბობს კახა კალაძე შუა თითის ჩვენებაზე?
14-11-2019
"ჩემი საქმეა, ვისაც ვაჩვენე" - რას ამბობს კახა კალაძე შუა თითის ჩვენებაზე?
ჩემი საქმეა, მე ვისაც ვაჩვენე [შუა თითი], მაგრამ თითქოს, ეს აქციის მონაწილეებს ვაჩვენე, იყო არასწორი ინფორმაცია, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მის მიერ დღეს უმრავლესოის სხდომის დასრულების შემდეგ გამოხატულ უხერხულ ჟესტს შეეხებოდა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით მიმართული.

"რომ ყოფილიყო ვიტყოდი, არ მომერიდებოდა. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ მზადდება "ფეიკ ნიუსები". მე ვისაც ვუჩვენებ შუა თითს, იმან ძალიან კარგად
იცის. ის ადამიანები აქ იმყოფებიან ახლა. თქვენ შეგეძლოთ დაგესვათ ეს კითხვა, ვის მიმართ იყო ეს ჟესტი გამოყენებული. არასდროს გამოვირჩევი ხოლმე თავშეკავებით, როცა მაქვს ხოლმე სათქმელი ყოველთვის ვამბობ და არ ვერიდები, რაც არ უნდა მძიმე იყოს. ეს ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით. მე ჩემს მეგობართან
როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?" - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო




........
15 ნოემბერი 2019 10:33
მდაბიო ჟესტი.
ფაქტია, რომ ფული ვერ ზრდის ადამიანს.
რასაც აკეთებს ისიც არარ მინდა, მე პირადად

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები