"ჩვენი დღის წესრიგია, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის"
"ჩვენი დღის წესრიგია, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის პარლამენტში განხილვაზე ახლა შემობრუნება შეუძლებელია. მისივე განმარტებით, ამისათვის საჭიროა კანონის პროექტის ხელახალი ინიცირება, თუმცა როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს, ეს გარკვეული პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს.

"როცა საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება. ან უნდა შეგროვდეს 200 000 მოქალაქის ხელმოწერა, ან - 76 დეპუტატის. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო სახალხო განხილვა, შემდეგ საკომიტეტო განხილვა და
შემდეგ სამი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მე მოვისმინე ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლების გამოსვლა. რეგლამენტში ასეთი ნორმა არ არის. ერთადერთი პროცედურაა თავიდან ინიცირება ყველა წესის დაცვით," - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების თავიდან ინიცირებას შესაძლოა გუნდის გახლეჩვა მოჰყვეს,

"ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა,
რომ გუნდი ბოლომდე გავხლიჩოთ და დავშალოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. ჩვენი დღის წესრიგია, მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?