გიორგი მარგველაშვილი: "არ მინდა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ არც დიქტატურაში ცხოვრება მინდა"
14-11-2019
გიორგი მარგველაშვილი: "არ მინდა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ არც დიქტატურაში ცხოვრება მინდა"
"არ მინდა პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ არც დიქტატურაში ცხოვრება მინდა", - განაცხადა აქციაზე მისულმა საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას. მან მიმართა აქციის მონაწილეებსაც.

"არ არსებობს თავისუფლების მოპოვება, თავისუფლების დაცვის გარეშე, თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეიტანოს ამაში წვლილი. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ჩვენი არჩევანი დაცული და გარანტირებული იქნება. დღეს ბრძოლა არ შეეხება პოლიტიკოსებს, ეს შეეხება მოქალაქეებს. მე ვუერთდები ამ აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების მხარდამჭერი,
ღმერთმა დალოცოს საქართველო",  - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან თავის მეგობრებს, საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქცია უკვე ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე
სტუდენტები შუერთდნენ.
gia
15 ნოემბერი 2019 12:07
როცა პოლიტიკაში იყო ხო სულ კრამიტები ამტვრია არა?! :)
joi zaza
15 ნოემბერი 2019 10:23
ოხ, შენ არ გამოაკლდე მოვლენებს, ბოლო-ბოლო ბიძოს დამსახურებით ნაპრეზიდენტალი ხარ!
lia
15 ნოემბერი 2019 09:35
როცა იყავი პოლიტიკაში რა გააკეთე?

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?