"დღე­ი­დან სას­წა­უ­ლე­ბის მჯე­რა" - რა გამოხმაურება მოყვა სოცქსელში, აქციაზე ერთად მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ფოტოს - კვირის პალიტრა

"დღე­ი­დან სას­წა­უ­ლე­ბის მჯე­რა" - რა გამოხმაურება მოყვა სოცქსელში, აქციაზე ერთად მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ფოტოს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და მოქალაქეები პარლამენტში იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

"სირცხვილიას" წარმომადგენლები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით სკანდირებენ - "წადი".

ცოტა ხნის წინ აქციაზე მივიდნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. ისინი მანამდე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში იყვნენ შეკრებილი, აქციაზე კი ხელკავით გამოჩდნენ. პარლამენტის წინ გადაღებულ ფოტოს, სადაც ნინო ბურჯანაძე, ეკა ბესელია, კახა კუკავა, ზვიად კვაჭანტირაძე, შალვა ნათელაშვილი და ოპოზიციის სხვა ლიდერები არიან გადაღებული, სოციალურ ქსელში უკვე აშარჟებენ. იხილეთ სრულად