"ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას" - კვირის პალიტრა

"ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას"

16 ნოემბერს, უმრავლეოსობის სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. ხვალ, 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე იქნებიან დეპუტატები, რომლებიც გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ გუნდში დარჩნენ.

რაც შეეხებათ დეპუტატებს, რომლებმაც დატოვეს "ქართული ოცნება", თალაკვაძის თქმით, მათთან ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა და პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ყველა მნიშვნელოვან რეფორმას მათი მხარდაჭერა ექნება.

"ინტერპრესნიუსი"