გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება - კვირის პალიტრა

გიორგი გახარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020-ის ბიუჯეტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრაში ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მონაწილეობენ.

"ინტერპრესნიუსი"