"რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს?" - ირაკლი ოქრუაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს - კვირის პალიტრა

"რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს?" - ირაკლი ოქრუაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს

საქართველოს დავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20-21 ივნისის აქციების მოვლენების გამო არის დაკავებული საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიმართავს:

"რა არის ციხის მაღაზიაში 1 კგ.მოხარშული ხორცი 59 ლარი რომ ღირს, ბიძინას ააჭერით ბარკალი თუ მისი ეკა ხარშავს თავისი ხელით და მაგიტომაა ასე ძვირი? კობეს, ვაგუს და შაროლეს ხორცი არ ღირს პარიზის რესტორნებში მაგდენი.

P.S. პოსტის დაწერიდან მეორე დღეს საწოლი შემიცვალეს. ბარემ ერთი კარგი საქმეც გააკეთეთ. ამ ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების НТВ, ОРТ და РЕН-TV -ის მაგივრად ქართული არხები ჩაგვირთეთ -TV პალიტრა და მთავარი არხი," - წერს ირაკლი ოქრუშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 25 ივლისს დააკავეს.თავდაცვის ყოფილ მინისტრს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

წყარო