"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

სხდომის პარალელურად, ოფისის წინ მოძრაობა "სირცხვილია" და ოპოზიციონერი დეპუტატები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო!"

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო