"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება"
"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება"
სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!"-წერს ქაცარავა.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის
რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის იყვნენ: სოფიო ქაცარავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.


თამარ აბაშიძე
16 ნოემბერი 2019 18:11
სოფიო ქაცარავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.

რაღაც ნათელი
ყველა სხვა დანარჩენები რა არიან თუ არა მოღალატეები
ქვეყნის ღალატი ერთადერთი ცოდვაა რისი პატიებაც არ შეიძლება და 100 წლის მერეც გაახსენებენ მათ შთამომავლობას
რა მძიმეა როცა იცი რომ შენმა დებმა და ძმებმა ასეთი ცოდვა დაიდეს
გულგატეხილი
16 ნოემბერი 2019 16:18
მძიმე გადაწყვეტილება კი არა, თავს უშველე,,ესენი თავს ვეღარ გაიტანენ, 8 წელია ამათ სამართალს ველოდე, არ იყო იოლი მიხას წინააღმდეგ გამოსვლა, მეუღლე ბავშვებს ემშვიდობებოდა, მიტინგზე რომ მიდიოდა, რა მომიტანეს? ათჯერ უსამართლობა, სიღატაკე!
16 ნოემბერი 2019 16:01
მანდატის დატოვება არავითარშემთხვევაში სწორი არ არის ბრძოლაა საჭირო და არა გაქცევა. თუ იქნებით უსაქმურად იქნებით და კაი დროს გაატარებთ თუ საქმეა გასაკეთებელი გაიქცევით ეგ არის ჩვენი მთავრობა ნერვები არ მოიშალოთ ტკბილი ცხოვრება გინდათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები