"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება" - კვირის პალიტრა

"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება"

სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

"დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!"-წერს ქაცარავა.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის იყვნენ: სოფიო ქაცარავა, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.