"ივანიშვილი არის ძალიან სუსტი, ის ახლა კუთხეში მომწყვდეულია" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი არის ძალიან სუსტი, ის ახლა კუთხეში მომწყვდეულია"

დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი - ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

მისივე შეფასებით, საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ახლა წყდება საკითხი თითოეული ჩვენგანის. თბილისში, ხვალ, 15:00 საათზე არის მიტინგი. ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. იცოდეთ ივანიშვილი არის ძალიან სუსტი. ის არის ახლა კუთხეში მომწყვდეული. ძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში! საქართველოში უნდა გათენდეს!", - მიხეილ სააკაშვილი.

იხილეთ ვიდეო