"დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში" - კვირის პალიტრა

"დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში"

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ყველა სტრუქტურა მუშაობს, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში.

"საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში -კი გმირობა. ვაჟა გაფრინდაშვილი-თავისუფალი და გმირი ექიმი! ვაჟა ექიმი- წლებია, ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით. დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მითუმეტეს, აქ-საკუთარ მიწა-წყალზე! მუშაობს ყველა სტრუქტურა, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კახა კალაძე.

იხილეთ ასევე: "არაფერი დამიშავებია, ახლაც საქართველოში ვარო! აფერუმ ძმაო შენ კაცობას!" - რას წერს აკადემიკოსი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმზე?