დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო "რედისონთან" აქციები გაიმართება - კვირის პალიტრა

დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო "რედისონთან" აქციები გაიმართება

დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ. მათი მოთხოვნებია: „საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“.

"პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები კი სასტუმრო "რედისონთან" შეკრებას 17:00 საათზე გეგმავენ. როგორც "პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება "ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

"ინტერპრესნიუსი"