"ქართული ოცნება" არის უსერიოზულესი პრობლემა, ძველი ხელისუფლება კი იყო ტრაგედია - სწორედ ესაა განსხვავება" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" არის უსერიოზულესი პრობლემა, ძველი ხელისუფლება კი იყო ტრაგედია - სწორედ ესაა განსხვავება"

"ქართული ოცნება" არის უსერიოზულესი პრობლემა, ძველი ხელისუფლება კი იყო ტრაგედია - სწორედ ესაა განსხვავება: პრობლემის მოგვარება შეიძლება, ტრაგედიას კი ვერ მოაგვარებ, ტრაგედია უნდა გადაიტანო", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ყოფილმა წევრმა, პოეტმა დავით მაღრაძემ განუცხადა და დასძინა, რომ დღევანდელ აქციაში თავად მონაწილეობას არ მიიღებს.

"ეს ხელისუფლება ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს, მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი. მომიტევოს მკითხველმა, პარალელს არ ვავლებ საერო და სასულიერო სამყაროებს შორის, თუმცა თვალსაჩინოებისთვის მგონი ღირს: ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა როგორი უსერიოზულესი პრობლემებია საპატრიარქოში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ რჯული გამოვიცვალოთ. ასე ხელისუფლებაში: შევხედოთ ვინ არის "ქართული ოცნების" ალტერნატივა?! მე არც ის მინდა, რომ ესენი სამუდამოდ დარჩნენ და არც ის მინდა, რომ "ისინი" მობრუნდნენ.

ალტერნატივა უნდა შეიქმნას საზოგადოების წიაღში. უნდა დაიბადოს ახალი ძალა, რომელიც ხვალინდელი დღის გამოწვევებს უპასუხებს. ჩემთვის ყველაზე არასასურველი სცენარი იქნება ალტერნატივის არშექმნა და იმ მოცემულობის დარჩენა, რომელიც ახლა გვაქვს, მძიმე ვითარებაში მყოფმა ხელისუფლებამ განაგრძოს მსვლელობა იგივე გზით. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ "ქართული ოცნება" ეს არის უსერიოზულესი პრობლემა, ძველი ხელისუფლება კი იყო ტრაგედია - სწორედ ესაა განსხვავება: პრობლემის მოგვარება შეიძლება, ტრაგედიას კი ვერ მოაგვარებ, ტრაგედია უნდა გადაიტანო" , - განაცხადა დავით მაღრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"