"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას აწყობენ - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას აწყობენ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას აწყობენ. ისინი, პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან, სადაც ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

აქტივისტები საყვირების ხმაურით და დროშებით მიემართებიან პარლამენტისკენ. ამასთან, სკანდირებენ: "საქართველო, საქართველო", "საქართველოს გაუმარჯოს".

"ინტერპრესნიუსი"