"ბატონ გახარიას თამადობით, ყველა დაჯდეს და "იუთუბზე" ნიურბერგის პროცესს უყურონ" - კვირის პალიტრა

"ბატონ გახარიას თამადობით, ყველა დაჯდეს და "იუთუბზე" ნიურბერგის პროცესს უყურონ"

ბატონ გახარიას თამადობით, ყველა დაჯდეს და "იუთუბზე" ნიურბერგის პროცესს უყურონ, ძალიან ბევრ სასარგებლო გაკვეთილს გამოიტანენ ამ დოკუმენტური ფილმიდან, - ამის შესახებ "“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა "მორალური პასუხისმგებლობა უნდა აგოს".

"ერთი რამე მინდა ვთქვა, ბატონ გახარიას თამადობით, ყველა დაჯდეს და "იუთუბზე" ნიურბერგის პროცესს უყურონ, ძალიან ბევრ სასარგებლო გაკვეთილს გამოიტანენ ამ დოკუმენტური ფილმებიდან. იმიტომ, რომ ისინიც ამას ამბობდნენ, ჰიტლერმა დაგვავალა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვიყავითო. ძაან შუაში ხართ ბატონებო სულ ყველა. მორალურ პასუხისმგებლობას ხომ აგებთ და დანარჩენს კანონი განსჯის", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი დასაყრდენი სპეცდანიშნულების რაზმია.

"სამოქალაქო საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის, საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის - ყველასთვის მიუღებელი გახდა ეს ე.წ ხელისუფლება. აღარ შეიძლება ამის მოთმენა, როდესაც თავზე გადაგახიეს ყველაფერი, რაც დემოკრატიის ფუძეს შეადგენს ამ ქვეყანაში - პარლამენტიც, კონსტიტუციაც, კანონმდებლობაც და ერთადერთი დაყრდნობილია სპეცრაზმზე. გუშინ მთელი ღამე გავათიე პარლამენტთან და 30 ავტობუსი მოიყვანეს ამ საბრალოებმა. 1000 პოლიციელით. იმიტომ, რომ სხვა არაფრის თავი არ აქვთ", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"