პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება - კვირის პალიტრა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაწყო. აქციაზე იმყოფებიან, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილიას" და "შეცვალეს" წევრები. აქციის წინ შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აქციის სლოგანია "ერთად, ერთის წინააღმდეგ.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ მიმდინარე პროტეტს პუშკინის სკვერიდან მსვლელობით მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდა "ნაციონალური მოძრაობა". ისინი სკანდირებდნენ "შეცვალე". ამავე აქციას შეუერთდნენ პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე ოპერის სასახლესთან იყვნენ შეკრებილები. აქციას ასევე შეუერთდა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო". თბილისში დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდანაც.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებს: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და დაიშალოს დღეს არსებული ცესკო-ს შემადგენლობა.

აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ ვიდრე მათ მოთხოვნას არ შესარულებს ხელისუფლება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

პარლამენტის შენობის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულია პოლიცია.

"ინტერპრესნიუსი"