"დღეს დავუსვამთ დიდ პოლიტიკურ წერტილს "ქართულ ოცნებას"
"დღეს დავუსვამთ დიდ პოლიტიკურ წერტილს "ქართულ ოცნებას"
დღეს დავუსვამთ დიდ პოლიტიკურ წერტილს "ქართულ ოცნებას" ,-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის "აბუჩად ასაგდები ქვეყანაში არავინაა".

"ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, დავუსვათ დიდი პოლიტიკური წერტილი "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, იმიტომ რომ დღეს ქართული საზოგადოება მოტყუებულია, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება არის გაბრაზებული, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება არის აბუჩად
აგდებული "ქართული ოცნების" ლიდერების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მათი აბუჩად ასაგდები, მათი მოსატყუებელი და მათი დასაცინი ამ ქვეყანაში არავინ არ არი, დამთავრდა, ამიტომ დავუსვამთ დიდ პოლიტიკურ წერტილს დღეს "ქართულ ოცნებას" ყველა ჩვენგანი",-განაცხადა ბაქრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
დღის კითხვადი სტატიები