"პარლამენტში "ქართული ოცნების" ვერც ერთი დეპუტატი ვეღარ შევა ვერც ერთი კარიდან - შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბიდან შეხვალთ!"
"პარლამენტში "ქართული ოცნების" ვერც ერთი დეპუტატი ვეღარ შევა ვერც ერთი კარიდან - შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბიდან შეხვალთ!"
გაიგეთ, "ქართული ოცნების"უმრავლესობაში ვინც დარჩით, თქვენ ხვალიდან ამ შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებთ. "ქართული ოცნების"არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარებიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს"ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

უგულავას თქმით, ბრძოლა მარტივი არ იქნება, მაგრამ პირველი, რაც აუცილებელია, რომ გაკეთდეს არის ის, რომ "მოღალატე პარლამენტარებმა ვერ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა".

"პირველი ეტაპი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვერ
გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ხართ ამაზე თანახმა? მე შეგახსენებთ, რომ თუ ეს მოღალატეები შევიდნენ პარლამენტში, ისინი საშვილიშვილოდ, სამიდღემჩიოდ დაგვასვამენ მურუსიძეს თავზე, დაგვასვამენ უდიპლომო ნაგავს თავზე, დაგვასვამენ უსინდისოებს თავზე, რომ მერე საშვილიშვილოდ გაიხანგრძლივონ თავისი მმართველობა. ამიტომ, მეგობრებო, ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო, რადგან ივანიშვილი უდრის ქაოსს,
ქაოსი უდრის სიღარიბეს, სიღარიბე კი ტანჯავს ყველა ჩვენთაგანს, ყველა ადამიანს, გარდა ბიძინასი და მისი ახლო მეგობრების. მეგობრებო, დღევანდელი დღე გარდამტეხი იქნება. პირველი და მთავარი - გაიგეთ, "ქართული ოცნების"უმრავლესობაში ვინც დარჩით, თქვენ ხვალიდან ამ შენობაში მუშაობას ვერ გააგრძელებთ. მეგობრებო, ჩვენ არაფერში გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის, არც მერიის, არც ერთი სხვა სახელმწიფო უწყების შენობა. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, თითქოს ჩვენ შენობის აღებას ვაპირებდით. არა, მეგობრებო! პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც ადამიანები საუბრობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი იქ არ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს სპეცრაზმით, რა თქმა უნდა, ამ კვირა დღეს ყაზარმაში ჯდომას, ჯობია, თალაკვაძის და კობახიძის კაბინეტში ჯდომა. მოგესალმებით მანდ მეგობრებო, იჯექით მანდ კარგად. თქვენ არავინ შეგაწუხებთ, მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვერ გააკეთებს, "ქართული ოცნების"არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარებიდან", - განაცხადა უგულავამ.

"ინტერპრესნიუსი"

ani
18 ნოემბერი 2019 08:28
ქარტული ოცნების ბრალია დღეს რომ ესენი ხელებს იშვერენ და პატრიოტობაზე საუბრობენ--მკვლელები, მძარცეველები და საქარტველოს უდიდესი რესურსების და ტერიტორიების რუსეტზე მიმყიდველები!!!
ამათთან როგორ დგეხარტ ქარტველნო?? შეგირცხვატ ტავები ქალბატონო ბურჯანაძევ, ეკა ბესელიავ, კახა კუკავა!!! როგორ იკადრეტ ამათთან დგომა???? შეგეშინდატ რომ პატრიოტები-იგივე ქარტველი ერი---არ მიგიღებდნენ?? სირცხვილი თქვენ!!!!
გამოპხიზლდი ერო!!! არ დადგეტ მკვლელების და მძარცველები, საქარტველოს გამყიდველების გვერდიტ!!!
ისინი ისეტივე ცბოიერები არიან როგორც ივანიშვილი--ესენი მ ს ა ხ ი ო ბ ო ბ ე ნ რომ მხოლოდ ეს ორი პარტია იყოს მუდმივ მონაცვლეობაში!!! აი ეს არის და ეს!
ნუ ბლოკავტ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?