მოძრაობა "შეცვალე" "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს შეძახილებით:"წადი" - კვირის პალიტრა

მოძრაობა "შეცვალე" "ქართული ოცნების" ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს შეძახილებით:"წადი"

სამოქალაქო მოძრაობა"შეცვალეს" წევრები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან უკვე მივიდნენ.

მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისთან დროებით გაჩერდებიან, გაახმოვანებენ თავიანთ მოთხოვნებს და ამის შემდეგ ისინი კვლავ გაბრუნდებიან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.

ამასთან, მათი განმარტებით, "ქართული ოცნების" ცენტრალური შენობის შესასვლელის პიკეტირებას არ გეგმავენ.

მათი მოსვლის დროს შენობაში შუქი ჩაქრა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ასევე შეძახილები მოჰყვა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან მმრთველი პარტიის ოფისთან, რის შემდეგაც კვლავ აქციას შეუერთდებიან.

"შუქიც კი ჩააქრეს, ისინი არიან შეშინებულები, დამფრთხალები. ვიქნებით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ ხმა გავაგონოთ, მაგრამ როგორც ჩანს, გაიგეს და შუქი ჩააქრეს. ეს არის მათი პირველი შიშის და სიმხდალის ნიშანი. ყველგან მივალთ, სანამ არ მიხვდებიან, რომ მათი გემი უკვე ჩაიძირა. გემს პირველი ვირთხები ტოვებენ და ყველამ ვიცით, რომ რვა წლის განმავლობაში სახელმწიფოს მართავდნენ ვირთხები", - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს" ერთ-ერთმა აქტივისტმა.

პარტია "ქართული ოცნების" ოფისის მთლიან პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიციის კორდონი.

"ინტერპრესნიუსი"