პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო მოძრაობების "სირცხვილიას" და "შეცვალეს" წევრები.

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობასთან ქვიშით დატვირთული ტომრები თავად მიაქვთ. ისინი ტომრებს იმ მანქანიდან ეზიდებიან, რომელიც ზუბალაშვილების ქუჩაზე პოლიციამ გააჩერა.

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუმარტა, ქვიშა მათ კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუბალაშვილების ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

ურთიერთდაპირისპირება იმ ფაქტს
მოჰყვა, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის მიმართულებით არ გაატარეს სატვირთო მანქანა, რომელიც ქვიშის ტომრებითაა დატვირთული.

საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, პარლამენტამდე ტომრები თავად წაიღონ, რასაც უკვე სამართალდამცავების წინააღმდეგობა მოჰყვა. საბოლოოდ, შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ იქამდე, სატვირთო მანქანის გაჩერების გამო სიტყვიერი შელაპარაკება იყო პოლიციასა და
გიგი უგულავას შორისაც. უგულავამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძეს განმარტებები მოსთხოვა, თუ რატომ არ უშვებენ აღნიშნულ მანქანას აქციის ტერიტორიაზე, რაზეც ბუხრაძემ უპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით ხდება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?