"საერთაშორისო პარტნიორები ახლაც დაიწყებენ ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში"
18-11-2019
"საერთაშორისო პარტნიორები ახლაც დაიწყებენ ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც მოხდა სააკაშვილის შემთხვევაში"
მას მერე, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველივე მოსმენისას ჩააგდო, "ქართული ოცნების" უმრავლესობაშიც და ქუჩაშიც პროცესები სწრაფად განვითარდა. ეს კანონპროექტი კონსტიტუციაში ითვალისწინებდა ცვლილებებს, რომელთა მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა. ამ ინიციატივით 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ თვითონ ექსპრემიერი
ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მისი თქმით, ის ახლაც მხარს უჭერდა ამ კანონპროექტს, რომლის წინააღმდეგიც თითქოს უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ... თუმცა ამ განცხადების ჩვენში თითქმის არავის
სჯერა. ძნელად სარწმუნოა, რომ მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ვისაც ამ წლების განმავლობაში თავი არაფრით გამოუჩენიათ, ასეთი ურჩობა გაბედეს. შექმნილ ვითარებას გაზეთ  "კვირის პალიტრასთან" აფასებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- შექმნილი ვითარების შემდეგ, ვფიქრობ, რომ პარტიის სახელი უნდა შეცვალონ. "ქართული ოცნება" უკვე ძალიან ცინიკურად ისმის. აჯობებს, "ქართული გაწბილება" დაარქვან.
სამწუხაროდ, ახალი ამბავი არ არის, რომ ძალაუფლება ხშირად ამახინჯებს ბევრ რამეს. გავიხსენოთ ისტორია... ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში იყო არასაჯარო პირი, აკეთებდა თავის საქმეს, ეწეოდა ქველმოქმედებას, აშენებდა სამების ტაძარს და ა.შ. უცებ, ძალიან სწრაფად, გახდა საჯარო ფიგურა, რომელსაც ხელში ლამის უსაზღვრო ძალაუფლება ჩაუვარდა. ვფიქრობ, ამ ვითარებაში ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას ძალიან ბევრ კომპრომისზე მოუწია წასვლამ.
სანდრო თვალჭრელიძე
გადაჭარბებული მგონია შეფასება, რომ რაც მოხდა, რუსული პროექტია. ჩემი აზრით, ფიქრობენ, რომ ეს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენაში შეუწყობს ხელს, რაშიც ცდებიან. ამასთანავე, ეს პროცესი ჯერ არ არის დასრულებული. ბევრი გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, თუმცა ამ გამოსავალს პოვნა სჭირდება და ამისთვის მხოლოდ საზოგადოების ნაწილის აქტიურობა არ არის საკმარისი, საჭიროა მთელი საზოგადოების მობილიზება. ისე დაეცა "ქართული ოცნების" რეიტინგი, რომ ამ პროცესებს უფრო საღად შევხედავდი.

როგორი საარჩევნო სისტემითაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, მმართველ გუნდს ძალიან გაუჭირდება. მეტიც - დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, ვფიქრობ, მწარედ დამარცხდებიან. ეს ცუდია, რადგან შეიძლება "ნაციონალური მოძრაობა" შემოგვიბრუნდეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება რევანშის ძლიერი ტალღა.

ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით საზოგადოების ღირსების შელახვის სახიფათო ზღვარს გადააბიჯეს. ხომ იჩემებენ ეს მაჟორიტარი დეპუტატები, რომ მათი წინააღმდეგობის შედეგია ყველაფერი. მაინტერესებს, არ უნდათ ამ საზოგადოებაში არსებობა, ქუჩაში გასვლა, ადამიანებთან შეხვედრა?! გაითვალისწინონ, რომ ქართველი საზოგადოება ძალიან ემოციურია და შეიძლება სადმე ტუჩ-კბილიც დაულეწონ... კრიტიკას ვერ უძლებს მთელი სადეპუტატო კორპუსი. ბევრია ისეთი, რომლის გვარ-სახელიც კი არ ვიცოდით და ახლა ამბოხებულებად მოგვევლინენ... ყველა დეპუტატი თავის სკამსა და ოჯახზე ფიქრობს, მერე კი, თუ დარჩა დრო, ქვეყანასა და თავის მოვალეობებზე... ისინი არიან იმისთვის, რომ ღილაკს თითი დააჭირონ, გარდა ასეთი საკრალური მომენტებისა, რაც, ვისგან არის ინსპირირებული, საკითხავია... ვიღაცას უნდა, რომ ამ გაუთავებელი რყევებით ქვეყანა საბოლოოდ გადაჩეხოს ქაოსისა და სამოქალაქო არეულობის უფსკრულში..."

- "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად, შესაძლოა, ყველაფერზე წავიდნენ, მათ შორის - რეპრესიებზეც, რითაც "ქართული ოცნება" საბოლოოდ დაემსგავსება წინამორბედს.
- დიახ, ნამდვილად ჩანს საფრთხე იმისა, რომ ჩვენში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდეს, მაგრამ ახსოვდეს ყველას, რომ ასეთ ვითარებაში არც ჩვენი საზოგადოება და არც საერთაშორისო პარტნიორები გულხელდაკრეფილი არ ისხდებიან. ისინი ახლაც დაიწყებენ ბიძინა ივანიშვილის ალტერნატივის ძებნას ისევე, როგორც თავის დროზე დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივის ძებნა და არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან კარგად დააფინანსონ ზოგი პარტია. როგორც ვიცი, ამგვარი კონსულტაციები აშშ-ის საელჩოში უკვე მიმდინარეობს.

დავით
24 ნოემბერი 2019 00:14
ხალხში რომ გადიოდეთ,გეცოდინებოდათ რომ ხალხი მიშასა და ბიძინას ერთნაირი პათოსით აგინებს. ასე რომ თქვენი კომენტარი ისევე ვერ გადაარჩენს ამ ოლიგარქს როგორც ვერ გადაარჩინა თქვენი მსგავსის კომენტარებმა მიშა. თავის დროზე. ბატონო გოკა
ჰოპლა
19 ნოემბერი 2019 13:24
ბოლო კომენტარებმა გამაკვირვა.ასეთი რეგვენები თუ კიდევ იყვნენ დარჩენილი ქვეყანაში არ მეგონა.თუმცა შეიძლება ტროლები "მუშაობენ".
გოკა
19 ნოემბერი 2019 09:42
აბსოლუტურად სულელური ვარაუდებს აჟღერებს რეპონდერი.
1. ქართული ოცნება არანაირ რეპრესიებს არ აპირებს !
2. ბიძინა , გინდათ თუ არა უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ხალხში
3. ნაცები და მათი საცეცები, დანამატები და ანექსები კვლავ სძულს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას !
4. პროპორციული სისტემა 2024 წლამდე მოიცდის - სადაც რყევების ამპლიტუდა უფრო დაბალი იქნება.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?