"გვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა იმ დეპუტატების სიფათებს ხედავენ, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს" - კვირის პალიტრა

"გვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა იმ დეპუტატების სიფათებს ხედავენ, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს"

გვიჭირს ხალხის დაწყნარება, როცა მათ სიფათებს ხედავენ, ადამიანების, რომლებმაც სამშობლო კაპიკად გაყიდეს, - ამის შესახებ პარლამენტთან "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

მან პოლიციას მოუწოდა, დეპუტატები არ მიუშვან იმ ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები დგანან.

"ბიძინას პირადი მონები და "ბიძო ბოტები" არიან. ამიტომ სამართალდამცავებსაც მოვუწოდებ, დეპუტატებს, რომ დაინახავენ, ნუღარ შემოუშვებენ იმ ტერიტორიაზე, სადაც არიან ადამიანები, რომელთა განწყობაც არის საკმაოდ დაძაბული.

ჩვენ ვაწყნარებთ ყველას. მოვედი იმისთვის, რომ ხალხი დავაწყნარო, ნორმალურად ავუხსენი თუნდაც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ სახეს, ადამიანს, რომელიც ჩემთვის არის "პლინტუსზე" უფრო დაბლა, რომ ნუ ამწვავებ, ნუ მოდიხარ და ადამიანებს ნუ იწვევ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ასევე: "მონა", "ბიძინას გოშია" - დაპირისპირების გამო პარლამენტის ტერიტორია დეპუტატმა პოლიციის დახმარებით დატოვა

"ინტერპრესნიუსი"