"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?
18-11-2019
"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?
ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელიც შედეგის მიღების ერთადერთი ეფექტური რეცეპტია.

ჩვენ 2012 წლის არჩევნები მოვიგეთ იმიტომ, რომ მაშინდელ ხელისუფლებას არ გავყევით ძალისმიერ, შუბლებით დატაკების სცენარზე, რომელსაც ის მუდმივად გვთავაზობდა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ტატამზე შერკინებისთვის ხელისუფლებას ბევრად მეტი რესურსი აქვს.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხელისუფლისთვის მშიშარა გადამგდების სტატუსის გაფორმება და იმის გამოცხადება, რომ სახედაკარგულ პარტიას ნებისმიერი სისტემის ფარგლებში
ამარცხებ. თუ ეს სწორად გაკეთდა, მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციის სრული კოორდინაციით, ხელისუფლება განიცდის სასტიკ მარცხს.

ეს არის ჩემის აზრით, ერთადერთი სწორი ფორმულა, იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური, რომელშიც მთავარი გზავნილი იქნება, რომ ხმა არ მისცენ "გადამგდები" ხელისუფლების კანდიდატს, რომელიც ახლა გპირდებათ,
მაგრამ აუცილებლად გადაგაგდებთ. ასე ისწავლეს ბიძინასგან", - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუკში".







lasha
19 ნოემბერი 2019 08:51
კიდევ კარგი გაამხილე, თორემ რა გვეშველებოდა
თანდათან გაამხილე!
18 ნოემბერი 2019 22:45
ვაა, რა მაგარი "საიდუმლოა"! :) კიდევ თუ გაქვს ასეთი "საიდუმლოებები" - გამოიზოგე!
დათო
18 ნოემბერი 2019 22:30
ამ,ყველაფრის მცოდნე გენიოსმა ყველაფერი იცის,საცოდავი კაცია მაგრამ უფრო საცოდავები არიან ვინც ამას უსმენს და ჯერავს.ფულზე გაყიდული კაცია.უარესი ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩემი ჩათვლით ამას რომ ამდენს ალაპარაკებენ.

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?