სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა. სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირის გასაწმენდად სპეციალურ ტექნიკას, კერძოდ, წყლის ჭავლის მანქანასაც იყენებს. სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

მანამდე აქციის მონაწილეები ცდილობდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმი შეეკავებინათ.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

სამართალდმცავებმა ტერიტორიიდან აქციის რამდენიმე მონაწილეც გაიყვანეს. ჯერჯერობით დაკავებულთა რაოდენობა უცნობია. ასევე, აქციის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

"ინტერპრესნიუსი"