"ივანიშვილმა დაამყარა პუტინიზმი" - რას აცხადებს გიგი უგულავა? - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა დაამყარა პუტინიზმი" - რას აცხადებს გიგი უგულავა?

"ივანიშვილმა დაამყარა პუტინიზმი", - ასე აფასებს "ინტერპრესნიუსთან" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილზეა ნათქვამი აფორიზმი: "მოჩქარეს მოუგვიანდესო".

"გამარჯობა, ივანიშვილის პუტინის რუსეთში. პუტინი მეტს კი არაფერს არ აკეთებს. არჩევნებს აუქმებს და ოპოზიციას და საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი, არბევს და იჭერს. ესაა პუტინიზმი და ივანიშვილმა აქ დაამყარა პუტინიზმი. პროტესტი შეიძლება 5-დღიანი იყოს, 25-დღიანიც და 45 დღიანიც. "მოჩქარეს მოუგვიანდესო", - ეს ივანიშვილს ეხება პირველ რიგში", - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქცია დღეს წყლის ჭავლის გამოყენებით და სპეცდანიშნულების რაზმის საშუალებით დაშალეს.

"ინტერპრესნიუსი"