აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ალეკო ელისაშვილის ტერიტორიიდან გაყვანის საშუალება არ მისცეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ალეკო ელისაშვილის ტერიტორიიდან გაყვანის საშუალება არ მისცეს

პოლიციას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან "სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს ელისაშვილის ტერიტორიიდან გაყვანის საშუალება არ მისცეს.

ამ დროისთვის ელისაშვილი პარლამენტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.

გარდა ამისა, პოლიციამ ტერიტორიიდან ერთი პირი გაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"