"თუ "ოცნებას“ სურს სპეცრაზმებით ატარონ ბიუროს სხდომები, ვნახოთ, როგორ "გაქაჩავენ“ - რას აცხადებს გიგა ბოკერია - კვირის პალიტრა

"თუ "ოცნებას“ სურს სპეცრაზმებით ატარონ ბიუროს სხდომები, ვნახოთ, როგორ "გაქაჩავენ“ - რას აცხადებს გიგა ბოკერია

ჩვენ კი ვართ დიალოგისთვის მზად, მმართველი გუნდი არ არის, ეს არის პიარნაბიჯი, - ასე უპასუხა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეთავაზებას, დიალოგთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დიალოგი შეწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, როცა გადააგდო საზოგადოება და დაამცირა თალაკვაძეც.

ჯერ აღადგინოს სტატუს-კვო ე.წ. გერმანული მოდელი დაძრან, მიიღონ. ეს იქნება დიალოგის აღდგენა. მოვუწოდებ ივანიშვილსა და მის ყველა პოლიტიკურ ქვეშევრდომს, რომელიც დაამცირა მან, აღადგინონ დიალოგი, დროზე მიიღონ ეს მოდელი და ეს იქნება პირველი ნაბიჯი კრიზისიდან გამოსვლის. თუმცა, ივანიშვილი არაა მზად დიალოგისთვის, სწორედ მან შეწყვიტა დიალოგი, როცა გადააგდო საზოგადოება. დაუბრუნდეს დიალოგს, მიიღოს პროპორციული სისტემა, გზა შეთავაზებული აქვს, ეს იქნება სიტუაციის განმუხტვა და შემდეგ იქნება დიალოგი, - განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება.

ამ ხალხს თუ სურს სპეცრაზმებით ატარონ ბიუროს სხდომები, ვნახოთ როგორ გაქაჩავენ. წააგებენ მწარედ. რაც შეეხება ამ პიარ ნაბიჯს, დიალოგი შეწყვიტეს მათ, როცა შეთანხმება დაარღვიეს. აღადგინონ ეს და შემდეგ დაიწყება რთული დიალოგი, - განაცხადა ბოკერიამ.

ინტერპრესნიუსი