"რომ დაგიჯერებია, რომ რაღაცის თავმჯდომარე ხარ, მაგ ბოქლომს ჩემი ხელით დაგაჭერინებ ხელში" - რას პასუხობს ელენე ხოშტარია არჩილ თალაკვაძეს - კვირის პალიტრა

"რომ დაგიჯერებია, რომ რაღაცის თავმჯდომარე ხარ, მაგ ბოქლომს ჩემი ხელით დაგაჭერინებ ხელში" - რას პასუხობს ელენე ხოშტარია არჩილ თალაკვაძეს

აჩიკო თალაკვაძევ, მართლა რომ დაგიჯერებია, რომ რაღაცის თავმჯდომარე ხარ, მაგ ბოქლომის ჭერა ბევრჯერ მოგიწევს, ჩემი ხელით დაგაჭერინებ ხელში, პირობას გაძლევ, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, რომელმაც დღეს ბიუროს სხდომაზე ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რომელიც პარლამენტის ჭიშკარზე აქციის მონაწილეებმა დაკიდეს.

ხოშტარიას განცხადებით, "დღეს ხელისუფლება იყო უსუსური, მარტოდ დარჩენილი და საცოდავი, რომელმაც ძალის დემონსტრირებისთვის შოუ მოაწყო".

მან ასევე ისაუბრა აქციის დაშლისას დაკავებულებზე და აღნიშნა, რომ მათი სასამართლო ხვალ გაიმართება, სადაც აქტივისტები აუცილებლად მივლენ.

"თაბუკაშვილის განყოფილებაში არის 13 ადამიანი, 4 ადამიანი ხელიდან გამოვტაცეთ პოლიციას, აქედან ორი არასრულწლოვანი პირდაპირ პოლიციის მანქანიდან და დამფრთხალმა პოლიციამ ვერც ვერაფერი ქნა, სამი ადამიანია კრწანისში და ხვალ დილით იქნება მათი სასამართლო. აუცილებლად უნდ ამივიდეთ და ვანახოთ, ბიძინა ივანიშვილს, რომ დაჭერით კი არა, ვერაფრით ვერ შეგვაშინებს, რამდენჯერაც ამ მასკარადს მოგვიწყობს. ეს რა მასკარადი იყო, ჩააცვა რაღაცები, ნიღბები დააფარა და რა ჰგონია, რომ რამე დაგვამხობს ჩვენ? ბიძინა, პირდაპირ გეუბნები, პიკეტირებაც იქნება, ბლოკირებაც, გადაკეტვაც იქნება და შენი წასვლაც იქნება. თქვენ უნამუსოებო, დაპატიმრებული ხალხი გვყავს ცხინვალში და ვის ებაქიბუქებით აქ, რუსთაველზე? ფეხებს ვერ მოგვჭამთ. ჩვენ არა თუ გაჩერებას არ ვაპირებთ, ძალიან მტკიცედ გაგაცნობთ ჩვენს ყველა გეგმას და გავაგრძელებთ ისეთივე შემართებით, როგორც გავატარეთ გუშინდელი ღამე“, - განაცხადა ხოშტარიამ.

"ინტერპრესნიუსი"