"სხვა ვერაფერი შევძელი" - ვინ არის ფოტოზე ასახული მამაკაცი? - კვირის პალიტრა

"სხვა ვერაფერი შევძელი" - ვინ არის ფოტოზე ასახული მამაკაცი?

დღეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა  წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა. საბოლოოდ  პარლამენტის ყველა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა.

მანამდე აქციის მონაწილეები ცდილობდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმი შეეკავებინათ.

დღის განმავლობაში არაერთი ფოტო მასალა გავრცელდა პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების ამსახველი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ფოტომ, რომელზეც ჩანს, თუ როგორ არის  სპეცრაზმის წინ თავქვედამხობილი მამაკაცი. როგორც ირკვევა აღნიშნულ ფოტოზე ასახული მამაკაცი ბათუმელი პოეტი გენრი დოლიძეა. მან მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გაავრცელა ფოტო -  წარწერით:" სხვა ვერაფერი შევძელი"

"ვიდექი, არ დამაყენეთ, დავწექი, არ დამაყენეთ" - წერს სამოქალაქო აქტივისტი გენრი დოლიძე და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

"გამომიშვეს, მშვიდობით ვარ! მადლობა მხარდაჭერისთვის!"

წყარო