აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა
აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა
რუსეთის და დე ფაქტო მთავრობის ერთობლივი ქმედებების მიუხედევად, აფხაზეთში ძლიერ ხანძარს ვერ აქრობენ. აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულირიფშის და გაგრის რაიონებში. სპეციალისტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ, როგორ მოიქცნენ ძლიერი დაკვამლიანების შემთხვევაში.

ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში რუსული ავიციაა ჩართული. "მი-8" ტიპის ვერტმფრენმა და და "ბე-200" ტიპის თვითმფრინავმა ცეცხლის ჩასაქრობად დაახლოებით 651 ტონა წყალი უკვე გამოიყენა. მედიის ცნობით, ხანძარი რამდენიმე მიმართულებითაა გავრცელებული. ოკუპირებულ რეგიონში რუსეთისგან დამატებით დახმარებას ელოდებიან.

ხანძარი აფხაზეთში ერთ კვირაზე მეტია რაც მძვინვარებს. ამ დროის მანძილზე, აფხაზური მედია ცეცხლის გავრცელების სხვადასხვა მასშტაბებს ასახელებდა. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 11 000 ჰექტარს უკიდია.

"ინტერპრესნიუსი"




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები