"ხელისუფლება ასეთი დისკომფორტის შექმნით აქციაზე დაკავებულებს ვერ შეაშინებს, ეს ხალხი ამ ქვეყნის მომავალია"
"ხელისუფლება ასეთი დისკომფორტის შექმნით აქციაზე დაკავებულებს ვერ შეაშინებს, ეს ხალხი ამ ქვეყნის მომავალია"
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, დისკომფორტის შექმნით ხელისუფლება აქციაზე დაკავებულ პირებს ვერ შეაშინებს.

როგორც დავით ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როდის გაათავისუფლებენ დაკავებულებს.

"არ ვიცი, ვნახოთ, რამეს პროგნოზირება ძნელია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ამიტომ ალბათობა არის მცირე, რომ დღეს გამოუშვან, მაგრამ ვნახოთ, მთავარი და არსებითი არის ის, რომ ეს ხალხი არის ამ ქვეყნის მომავალი. არ მაქვს ჰეროიკული განცდები, მაგრამ არც შეშინებული არ ვარ, მე ყველას ვენდობი, ვინც
დაკავებულია და ხელისუფლება ასეთი დისკომფორტის შექმნით მათ ვერ შეაშინებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. შსს-ს ინფორმაციით, სულ დაკავებულია 37 პირი, მათ შორის დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ასე როგორ შეგვაძულეთ ძმებმა თავიი
20 ნოემბერი 2019 11:07
როდესაც მეტოქესთან პაექრობის დროს მიხვდები, რომ უფრო სუსტი ხარ, შეწყვიტე კამათი, რადგან თუ ლაპარაკს განაგრძობ უფრო და უფრო მეტ სისულელეს იტყვი-.გოეთე.
თთთთ
20 ნოემბერი 2019 10:25
ღვარძლით სავსე "პოლიტიკოსი"......

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?