"გადაკეტილი ქუჩები, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი"
"გადაკეტილი ქუჩები, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი"
უპასუხიმგებლო პოლიტიკოსების მსგავსი ქმედებებისას, შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც გახარიამ განაცხადა, ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება, ოღონდ კანონის ფარგლებში.

მისივე თქმით, პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ.

"სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, მეორდება ეს კითხვა ჩემთან მიმართებით, თუ ვინ გასცა ბრძანება. ადრე, რაც ხდებოდა, იყო ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც შინაგან საქმეთა
მინისტრის, დღეს არის, როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა ამაში საერთოდ არაფერი არ არის. პირველი: ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული და თქვენ გახსოვთ რამოდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდგომ, რაც რამოდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ და
ბარიკადები იყო აღმართული, ბლოკირებული იყო პარლამენტის შენობა, პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნიშ ქვეშ. მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტს და ხალხის არჩეულ დეპუტატებს ფაქტობრივად, თავს დაესხნენ. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდათ და რაც გააკეთეს აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ - შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებებისას, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს. გადაკეტილი ქუჩები ჩვენ ბევრ მოქალაქეს უქმნის პრობლემას, ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში კანონის ფარგლებში არის დაცული და არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ჰოპლა
19 ნოემბერი 2019 16:02
ბარიკადები მიუღებელია?და შენ მისაღები ხარ?
სამწუხაროა
19 ნოემბერი 2019 14:24
ეს ცეცხლი და ვანდალიზმი კი არ მესმის..ბედკრული საქართველო 90იან წლებიდან მიტინგობს უკეთესის იმედით მაგრამ უარესი მოდის !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
10-08-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები