"გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს ის რუსეთის აგენტია, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს"
"გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს ის რუსეთის აგენტია, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს"
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ საკმაოდ მაღალია, მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 49% - უაყოფითად, 39% კი დადებითადაა განწყობილი, 2%-ს არ სმენია თუ ვინ არის გიორგი გახარია, ხოლო 10%-ს არ აქვს პასუხი აღნიშნულ შეკითხვაზე. კვლევა ასევე მოიცავდა ინსტიტუტების რეიტინგს, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილს არმია იკავებს-86%, ხოლო ეკლესია მეორე ადგილზეა-85%

Kvirispalitra.ge-სთან საუბარში ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ კვლევის ეს შედეგები პრემიერის არასწორ ქმედებას და
მასზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დააბრალა.

თორნიკე შარაშენიძე:
"ჩემი აზრით, გიორგი გახარიას უარყოფითი რეიტინგი ორი მიზეზით არის გამოწვეული - პირველი
ის, რომ 20 -21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მან მთლიანად თავის თავზე აიღო. ვფიქრობ, მან სხვისი ბრალიც კი იკისრა; მეორე მიზეზია ის, რომ გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს ის რუსეთის აგენტია, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. მოგეხსენებათ, "შეძახილმა ხე გაახმოო", მსგავს რამეს რომ ყვირიან, ხალხიც იჯერებს".

ექსპერტმა ჩვენთან საუბრისას ასევე ინსტიტუტების კველვაზეც გაკეთა კომენტარი, მისი თქმით, მოცემულ შედეგებსაც ორი მიზეზი აქვს - ერთი, რომ ახალი თაობა აღარ არის ისე ახლო კავშირში ეკლესიასთან, როგორც ადრე იყო და მეორე კვლევის ეს მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეული ეკლესიის გარშემო აგორებული სკანდალებით...


ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)







პატრიოტი 2
20 ნოემბერი 2019 11:12
ურცხვი,ბოროტი, სისხლიანი არსებაა. 20-მა ივნისმა ეს დაადასტურა. არასდროს დამავიწყდება მისი ირონიული და თავხედური გამომეტყველება კევის ღეჭვით რომ ადიოდა კიბეებზე და უყურებდა მომიტინგეებს. მის შთამომავლობას დიდხანს დარჩება თვალთხარიას სახელი, ანდა ლექსი "როცა მბავშვებს ხვდება ტყვია-გახარიას უხარია"-ეს არის ქართველი ხალხის შეფასება-ვულოცავ!!!
ხალხი, უმრავლესობა თქვენს გვერდითაა.
20 ნოემბერი 2019 10:51
ბატ. გიორგი, არცერთი ნაბიჯით არ დაიხიოთ უკან, მაგ ამაოხრებელ გზირებს არაფერი დაუთმოთ, თორემ ხალხი შეგაჩვენებთ, არ გაპატიებთ.
ჯული
20 ნოემბერი 2019 07:54
ოხ ეს რუსეთის კაცი,როგორ ვერ ასრულებს პუტინის საქმეს ჰა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები