"გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს ის რუსეთის აგენტია, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს ის რუსეთის აგენტია, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს"

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ საკმაოდ მაღალია, მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის 49% - უაყოფითად, 39% კი დადებითადაა განწყობილი, 2%-ს არ სმენია თუ ვინ არის გიორგი გახარია, ხოლო 10%-ს არ აქვს პასუხი აღნიშნულ შეკითხვაზე. კვლევა ასევე მოიცავდა ინსტიტუტების რეიტინგს, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილს არმია იკავებს-86%, ხოლო ეკლესია მეორე ადგილზეა-85%

Kvirispalitra.ge-სთან საუბარში ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ კვლევის ეს შედეგები პრემიერის არასწორ ქმედებას და მასზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დააბრალა.

თორნიკე შარაშენიძე: "ჩემი აზრით, გიორგი გახარიას უარყოფითი რეიტინგი ორი მიზეზით არის გამოწვეული - პირველი ის, რომ 20 -21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა მან მთლიანად თავის თავზე აიღო. ვფიქრობ, მან სხვისი ბრალიც კი იკისრა; მეორე მიზეზია ის, რომ გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს ის რუსეთის აგენტია, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. მოგეხსენებათ, "შეძახილმა ხე გაახმოო", მსგავს რამეს რომ ყვირიან, ხალხიც იჯერებს".

ექსპერტმა ჩვენთან საუბრისას ასევე ინსტიტუტების კველვაზეც გაკეთა კომენტარი, მისი თქმით, მოცემულ შედეგებსაც ორი მიზეზი აქვს - ერთი, რომ ახალი თაობა აღარ არის ისე ახლო კავშირში ეკლესიასთან, როგორც ადრე იყო და მეორე კვლევის ეს მაჩვენებელი ნაწილობრივ გამოწვეული ეკლესიის გარშემო აგორებული სკანდალებით...

იხილეთ ასევე: გამოკითხულთა უმრავლესობა ზურაბიშვილის, გახარიასა და თალაკვაძის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი - IRI-ის კვლევის შედეგები

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)