რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა
19-11-2019
რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, გუშინ მშვიდობიანი პიკეტის დაშლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ოთახში გააკეთა სამარცხვინო პერფორმანსი.

"მან ჩამოსხმული ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას, როგორც სამხედრო ნაგავი, თითქოს დარუბანდის კარი ჩამოეხსნას. არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული, სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას
უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი.

გინდათ ბიჭების ომი? მიიღებთ ბოქლომების ომს. ამ პარლამენტში ეს, ცხვრები ეს მაჟორიტარები, რომლებიც ახლა ივანიშვილთან შეთანხმებულ ინიციატივებს ახმოვანებენ, აქ ვერ შემოვლენ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"


ალექს
20 ნოემბერი 2019 09:38
რომან არ აღოჩნდე ეგეთ კარს მიღმა!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?