"ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან"
19-11-2019
"ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან"
დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტში, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ ერკვევა საარჩევნო სისტემებში, რადგან "დებილები ყველგან არიან ".

"დღეს რომ ჩვენ გამოვიკვლიოთ ჩვენს მოსახლეობაში და ვიკითხოთ, რით განსხვავდება, რა არის კარგი მაჟორიტარულ სისტემაში, რა ცუდი, აგრეთვე პროპორციულში, ჩვენი მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ გვიპასუხებს, იმიტომ რომ ვერ ერკვევა. ამიტომ გაიხსნას დისკუსია, გავაცნოთ
მოსახლეობას ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მერე გადაწყდება ეს საკითხი.

ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს," - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"







მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები