"ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ" - რას ამბობს ცხინვალში დაკავებული ექიმის შვილი?
"ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ" - რას ამბობს ცხინვალში დაკავებული ექიმის შვილი?
ცხინვალში დაკავებული ექიმის შვილი - ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას, მათ შორის რუს მფრინავებს

დე-ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი აგვისტოს ომის დროს ღუდუშაურის კლინიკაში მუშაობდა და მკურნალობდა ყველას განურჩევლად ეროვნებისა.

"სხვათა შორის, ის ორი რუსი მფრინავი, რომელიც ქართულმა მხარემ ჩამოაგდო, მისი პაციენტები იყვნენ. შემდეგ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა განხორციელდა",-აცხადებს ირინა
გაფრინდაშვილი.

საკითხთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსი" თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს არც სამხედრო ჰოსპიტალში და არც თავდაცვის უწყებაში არ უმუშავია.

ცნობისთვის, ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს წერს, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა და წარმოადგენდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანს.

შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.


"ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რომელი პრობლემის მოგვარება უნდა იყოს პრიორიტეტული საქართველოს ხელისუფლებისთვის?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები