"კახა ოქრიაშვილს უნდა დაახიო ის 78% თავზე, ჩვენ რომ გვეძახის დებილებს" - კვირის პალიტრა

"კახა ოქრიაშვილს უნდა დაახიო ის 78% თავზე, ჩვენ რომ გვეძახის დებილებს"

"კახა ოქრიაშვილს უნდა დაახიო ის 78% თავზე, ჩვენ რომ გვეძახის დებილებს, - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" IRI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დადებითად იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე.

"იმ დებილმა ოქრიაშვილმა წაიკითხოს აბა ის კვლევა, მართლა დებილმა. უნდა დაახიო ის 78% თავზე, ჩვენ რომ გვეძახის დებილებს. წაიკითხოს აბა რა წერია, კითხვა მაინც იცის?! ჩვენი ძარცვა რომ იცის, ვიცი და ჩვენი წამლების ასმაგ ფასში გაყიდვა, მაგრამ კითხვა ხო იცის?! ჩახედოს აბა იმ კვლევას. დებილები ვართ აბა რა ვართ, ერთლარიან წამალს, რომ ას ლარად ასაღებს ჩვენზე, მამასისხლად რომ ყიდის, დებილები ვართ, აბა რა, სწორე გვითხრა კი, დებილები ვართ ასეთი კაცი რომ გვიზის პარლამენტში და კიდევ ჭკუას რომ გვასწავლის და კიდევ დებილებს გვეძახის. მადლობა ამისთვის, რომ გულახდილად გვითხრა ის, რასაც გულახდილად არ გვეუბნებიან", - აღნიშნა ელისაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ზუსტად ვიცი, რა იცის ჩემმა ხალხმა და რა არა. ხალხმა კი არა, მრავალმა პოლიტიკოსმა არ იცის. დებილები ყველგან არიან"

"ინტერპრესნიუსი"