"3 რამ აღარიბებს ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"3 რამ აღარიბებს ქვეყანას"

"არავის შეშინებია, პირიქით, უფრო მეტად გაშმაგებულები ვართ. არის საერთო ოპოზიციური გეგმა. ამასთან, პარალელურად, დღეს, ხვალ, ვიწყებთ პროცესს - დავუვლით რეგიონებს" - განაცხადა "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში".

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა ის 3 მიზეზი ჩამოთვალა, რაც მისი აზრით ქვეყანას აღარიბებს.

"3 რამ აღარიბებს ქვეყანას. ეს არის რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ძალიან სარისკო ქვეყანა ვართ. მეორე ის არის, რომ მეტისმეტად დიდი მთავრობა გვყავს, გამოტენილია ზედმეტი სსიპებით და აიპებით და ეს ხალხი შესამცირებელია და მესამე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არის ეს ქვეყანა ღარიბი, არის მაჟორიტარული სისტემა, რადგან ეს მაჟორიტარები არიან წურბელა ფეოდალები", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"