"ივანი­შვილი მხოლოდ თადუმაძის იმედად ვერ იქნებოდა. წულუკიანი, ეტყობა, უკეთესად აგვარებს მის საქმეებს საფრანგეთში" - კვირის პალიტრა

"ივანი­შვილი მხოლოდ თადუმაძის იმედად ვერ იქნებოდა. წულუკიანი, ეტყობა, უკეთესად აგვარებს მის საქმეებს საფრანგეთში"

"მგონია, რომ დევნილ "ნაცებს" ორგანიზება გაუკეთა ადეიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი უპირველესი უნდა ყოფილიყო დამნაშავეთა შორის. მოარული ხმებით, ზოგიერთ შემთხვევაში გადაიხადეს ფული, ან დათმეს ქონება იმის სანაცვლოდ, რომ მათ წინააღმდეგ დევნა შეწყვეტილიყო. ინტერპოლიც პოლიტიკური ორგანიზაციაა და თუ სახელმწიფო არ გააკეთებს ყველაფერს, რომ დამნაშავეები დასაჯოს, ინტერპოლი რატომ შეიწუხებს თავს?" - ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლია მუხაშავია გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ შეწყვიტა ინტერპოლმა "ნაცმოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა.

მისივე თქმით, როდესაც 2012 წელს "ოცნების" წევრები საარჩევნო პროგრამას წერდნენ, მასში სამართლიანობის აღდგენის ნაწილი ძალიან სუსტი, გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი იყო.

- როცა ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება გამოვთქვი, მითხრეს, მერე მივხედავთ, ახლა ამისთვის არ გვცალიაო, არადა, აშკარა იყო, რომ თავიდანვე არ აპირებდნენ დამნაშავეთა დასჯას, არამედ მათგან თავისუფლების სანაცვლოდ რაღაც ღონისძიებების გატარებას გეგმავდნენ.

- ვინ მონაწილეობდა ამ სუსტი გეგმისა თუ დოკუმენტის შედგენაში?

- როგორც მახსოვს, ამ მიმართულებას ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს იყო მხოლოდ დეკლარაცია, რომლის უკან არ იდგა კონკრეტული გეგმა. სამართლიანობის აღდგენის პოლიტიკური ნება რომ არ იყო, იმითაც ჩანს, რომ რეპრესიული საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც პარლამენტმა სააკაშვილის დროს მიიღო, ამათ არ შეუცვლიათ. ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენის სურვილი არ ჰქონია არც ქვეყანაში და არც - საერთაშორისო არენაზე.

პირადად ვიცი და ამას ჩემი კლიენტებიც დაადასტურებენ, რომ საქმეებზეც, რომლებიც სტრასბურგში გვქონდა გასაჩივრებული, თეა წულუკიანი არაფერს აკეთებდა. ჩემი კლიენტები წულუკიანს ხვდებოდნენ და უყვებოდნენ თავიანთ საქმეებზე, ის კი, როგორც კი გვარ-სახელს გაიგონებდა, ეუბნებოდა, არ გინდათ მოყოლა, ზეპირად ვიცი თქვენი საქმე, რა თქმა უნდა, მოიგებთ სტრასბურგის სასამართლოს და კომპენსაციასაც მიიღებთო. რამდენიმე ასეთი საქმე დასრულდა, მაგრამ არც ისეთი წარმატებით და მათ არც კომპენსაცია მიუღიათ.

- რამდენჯერმე დადგა ამ ხელისუფლებაში წულუკიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი...

- ვვარაუდობ, რომ წულუკიანი პირადად ივანიშვილისა და მისი ოჯახის ადვოკატია საფრანგეთში. ხომ ნახეთ, როგორი ადვოკატიც არის თადუმაძე და ივანიშვილი მხოლოდ მის იმედად ვერ იქნებოდა. წულუკიანი, რომელიც არ ჩანს, ეტყობა, უკეთესად აგვარებს ივანიშვილის საქმეებს საფრანგეთში. (იხილეთ ინტერვიუ სრულად)